„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

„როიტერი“ – წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტ არჩევნებში იმარჯვებს

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტ არჩევნებში იმარჯვებს, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო „როიტერი“.

„ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა შაბათს საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, აღიაროს დამარცხება და საშუალება მისცეს სამხრეთ კავკასიის ქვეყანას, ევროკავშირს დაუახლოვდეს.

„ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც გარდამტეხ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება თუ რუსეთისკენ გადაიხრება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე“, – ნათქვამია სტატიაში.

„როიტერს“ მოჰყავს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხმების 70%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ ხმების 53% მოიპოვა, თუმცა ღრმად გახლეჩილი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათ ერთობლივად უმრავლესობა მოიპოვეს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კონკურენტულმა ეგზიტპოლებმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პროგნოზები აჩვენა: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მონაცემებით, მმართველმა პარტიამ 56% მოიპოვა. ოპოზიციური არხების ეგზიტპოლებმა კი ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი მოგება აჩვენა.

„როიტერი“ წერს, რომ ივანიშვილმა გამარჯვება გამოაცხადა და ქართველი ხალხი შეაქო. ქართულმა ოპოზიციამაც ასევე იზეიმა გამარჯვება. ზოგიერთმა დამკვირვებელმა კი, საარჩევნო დარღვევების შესახებ განაცხადა.

მიდიხარ არჩევნებზე?