„ქართული ოცნება“ რეგიონებში საარჩევნო შეხვედრებს იწყებს
„ქართული ოცნება“ რეგიონებში საარჩევნო შეხვედრებს იწყებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები დღეს მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყება.
ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.