ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, კახა კალაძეს 55.96 პროცენტი აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას 44,04 პროცენტი 23:30, 30.10.2021
ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 49.09 პროცენტია 21:54, 30.10.2021
საია საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას ავრცელებს 21:22, 30.10.2021
საია - არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მივმართავთ ცესკო-ს 21:21, 30.10.2021
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი 21:11, 30.10.2021
შსს-მ არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო დანაშაულის რვა ფაქტზე დაიწყო, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი 19:47, 30.10.2021
ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 18:51, 30.10.2021
ცესკო - 17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39.5 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 825 129 ამომრჩეველია 18:25, 30.10.2021
კელი დეგნანი - ადგილებზე, სადაც ვიყავი, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული, მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა 16:55, 30.10.2021
ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31,82 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 664 573 ამომრჩეველია 15:49, 30.10.2021
ცესკო - აქტიურად დაიწყო მანიპულირება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი 15:40, 30.10.2021