„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

მიხეილ სააკაშვილი – სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის, ახლა მოქმედების დროა

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის, ახლა მოქმედების დროა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არჩევნები, რომელშიც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბდა.

„ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკო-ს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად. არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ. არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის.

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის. ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა. ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით. ახლა არის მოქმედების დრო“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიდიხარ არჩევნებზე?