„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე – საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული, – ამის შესახებ მე-60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წვიმამ გადაიღო და ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე აქტიურად მიდის.

„ოზურგეთის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. წვიმამ გადაიღო და საარჩევნო უბნებზე აქტიურად მიდის ამომრჩეველი. სამი საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 24 571 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 42 %-ს შეადგენს. ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესები“, – ბერდია ლომიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?