„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია 

მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

საოლქო კომისია კომისიის სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიხურება თუ არა აღნიშნული უბანი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის.

ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე ინფორმაცია შემაშფოთებელია და მიმართა შსს-ს, სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცესი. კალანდარიშვილმა ასევე მოუწოდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

მიდიხარ არჩევნებზე?