მარიამ ქვრივიშვილი – თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია, რათა აირჩნენ ღირსეული მერები და გაგრძელდეს მუნიციპალიტეტების განვითარება

საარჩევნო პროცედურები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით, არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. მნიშვნელოვანია მშვიდი საარჩევნო გარემო შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველა შესაძლო პროვოკაციას მოთმინებით შეხვდნენ.

„მოვუწოდებთ, შესაბამისს მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი და ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოს შესახებ.

10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 259 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა საჭიროა, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა საბოლოო შედეგებში თითოეული ამომრჩევლის ხმა აისახოს. ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ამოქმედდა სპეციალური ვებგვერდი, საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ამომრჩევლის აქტივობის, აქტივობის პროგნოზისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.

მიდიხარ არჩევნებზე?