მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში იმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად არის, ნებისმიერ მომენტში შეხვდეს გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდნენ პრეზიდენტს.
ამავდროულად, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, პრეზიდენტის სასახლეში მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა რამდენიმე საათით გადადებულიყო, რასაც ზურაბიშვილი დათანხმდა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრა 18:00 საათამდე გადაიდო.