„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს, გული არავინ გაიტეხოს, გავაგრძელებთ ბრძოლას

გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბებეს“ და „კაგებეს“ დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?