მამუკა ხაზარაძე – 2 ოქტომბერს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიულ მმართველობას, ეს იქნება წინაპირობა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები

2 ოქტომბერს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიულ მმართველობას საქართველოში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კოალიციურ მართვაზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი გუნდის სხვა წევრები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა.

„მინდა, ხმამაღლა ვუთხრა ყველას, 2 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე. ამ დღეს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიულ მმართველობას საქართველოში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კოალიციურ მართვაზე.

პრემიერი, ისევე როგორც სხვა წევრები არიან ოცნებაში. მათ ჰგონიათ რომ ეკონომიკა დუღს, ქვეყანაში კრიმინალი არ არის და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. რეალურად, ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. ჩვენ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. ესეთი პოლიტიკური ხელშეკრულებიდან ვერ გამოდიან. ეს არის ძალიან დიდი შეთანხმება, რომელიც მოხდა ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ. შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩართულია მთელი ევროპული სამეგობრო, მაღალი კლასის პოლიტიკოსები და მთელი სპექტრი ოპოზიციისა და ქართველი ხალხი. აქ ღარიბაშვილის გამონათქვამს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ საკითხებს წყვეტს ქართველი ხალხი. გპირდებით, როგორც ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, როგორც კი „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს 43 %-ს, მომავალ წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?