„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ლუკე ურიბე-ეჩებარია – საარჩევნო დღემ დიდწილად დემოკრატიულად ჩაიარა, ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურ და ევროპულ მომავალს, რისთვისაც ევროკავშირმაც პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს

საარჩევნო დღემ დიდწილად დემოკრატიულ, მშვიდ და თავისუფალ პირობებში ჩაიარა, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად ხმის მიცემა ხმების სანდო მთვლელი სისტემით, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, სენატორმა „ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან“ ლუკე ურიბე-ეჩებარიამ განაცხადა.

„გუშინდელმა საარჩევნო დღემ ზოგადად დიდწილად დემოკრატიულ, მშვიდ და თავისუფალ პირობებში ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად ხმის მიცემა ხმების სანდო მთვლელი სისტემით. ამ მიზეზით ჩვენ უნდა მივულოცოთ ქართველ ხალხს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო დემოკრატიულ საარჩევნო დღეს.

სიმართლეა, რომ ჩვენ ვიხილეთ სამწუხარო სურათები. აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობა ყველა ამ მიუღებელ ქმედებასთან დაკავშირებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო კონკრეტული და ცალკეული ინციდენტები. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს დემოკრატიულ, მშვიდ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს, რისთვისაც ევროკავშირმა ასევე უნდა იმოქმედოს პასუხისმგბელობით“, – განაცხადა ლუკე ურიბე-ეჩებარიამ.

მიდიხარ არჩევნებზე?