„კოალიცია ცვლილებისთვის“ – პარლამენტში არჩეული კოალიციის არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რასაც ხელმოწერებით ვადასტურებთ
საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
მათ შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერეს.
„მე, როგორც დაფაზე მწერალი კაცი, წავიკითხავ და მოვაწერ ხელს. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით. ვიდრე ხელს მოვაწერ, ვიტყვი, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენ, კოალიცია ჩავთვლით, რომ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მხოლოდ მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, როცა ხელს მოაწერს ამ განაცხადს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.