კახა კუჭავა – არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ტრადიციულად, მე ჩემს საარჩევნო უბანზე მოვედი. ვცდილობ ხოლმე, ყოველთვის მოვიდე პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ, ვინაიდან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება, ძლიერი რეგიონები. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, 20 წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მიდიხარ არჩევნებზე?