„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი ქადაგიშვილი – ISFED-ს უნდა თუ არა, იძულებულია, აღიაროს, რომ არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არანაირ ფალსიფიკაციას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, ამომრჩევლის ნება კი, ზუსტად და სრულად იყო ასახული

„სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) უნდა თუ არა, იძულებულია, აღიაროს, რომ საპარლამენტო არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არანაირ ფალსიფიკაციას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, ამომრჩევლის ნება კი, ზუსტად და სრულად იყო ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ „ედისონ რისერჩმა“ გაყალბებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, ISFED-ი იძულებულია, თქვას, რომ მისი დათვლის შედეგები ცესკო-ს შედეგებს ემთხვევა.

„თითიდან გამოწოვილი შენიშვნები და საყვედურები მოვისმინეთ. ISFED-ის გენერალური განცხადებით შემოიფარგლა, რომ მათი და ცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო. 2020 წლის არჩევნები ტრადიციული სისტემით რომ ჩატარდა, იქაც კი ვერ მოიტანეს ვერანაირი მტკიცებულება გაყალბებასთან დაკავშირებით. ილუზია ჰქონდათ, რომ არჩევნებში იმარჯვებდნენ და ეს გამარჯვება დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მწარედ დამარცხდნენ, ის, რასაც გუშინ ამტკიცებდნენ, უკვე შეცვალეს. დამარცხების აღიარება უჭირთ და ყველანაირ ტყუილზე მიდიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?