„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტი როდესაც ერთვება საარჩევნო პროცესებში, როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, კარგი ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილს გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე

როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში, როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში, როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს. მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ოფიციალურად დადასტურებული აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიდიხარ არჩევნებზე?