
ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო ანგარიშში არის დაფიქსირებული ინდივიდუალური ხარვეზები, მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია
ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო ანგარიშში არის დაფიქსირებული ინდივიდუალური ხარვეზები, მაგრამ მთავარია, როგორია საერთო სურათი და როგორია არჩევნების საერთო შეფასება. მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერ არჩევნებს, რა თქმა უნდა, თან ახლავს ხარვეზები. კითხვებიც დაისვა, მაგალითად, კონკრეტული ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით და მომხსენებლისგან ცნობილი გახდა, რომ ის გულისხმობდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანს 3 111 უბნიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხარვეზები ყოველთვის თან ახლავს ნებისმიერ არჩევნებს, მაგრამ, მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, მათ შორის იმ ტერმინების გამოყენებით, რომლებსაც მიმართავდნენ მომხსენებლები. ზოგადად, საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. კონკურენტული თავის თავში გულისხმობს არჩევნების ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის ხმის მიცემის პროცედურას, არჩევნების დღე როგორ ჩატარდა, როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და ა.შ. ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო ანგარიში რომ ნახოთ, რა თქმა უნდა, ყველგან არის დაფიქსირებული ინდივიდუალური ხარვეზები, მაგრამ მთავარია, როგორია საერთო სურათი და როგორია არჩევნების საერთო შეფასება. თქვენ, ყველამ, ნახეთ ეს საერთო შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.