„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი კობახიძე – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები

ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხითაც.

„ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ფართობები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობები ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღდგება-გაშენდება 15 ათასი ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ტემპები ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხით გვაქვს გაზრდილი დაახლოებით ხუთჯერ წინა ხელისუფლებასთან შედარებით. შედარებაც არ ღირს, იმდენად უმნიშვნელო იყო მათ მიერ აღდგენილი და გაშენებული ტყეების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი დიდ ქალაქებში და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის და რუსთავისთვის.

„თბილისში 25%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგია. რუსთავში 35%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?