„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი კობახიძე – მადლობა ქართველ ხალხს უპრეცედენტო ნდობისთვის, უამრავი მოქალაქე გამოვიდა ეროვნული ინტერესების დასაცავად და ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად

დღეს არის პირველი სამთავრობო სხდომა არჩევნების შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს. ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიმართ ნდობა არის უპრეცედენტო, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით და აქტივობით.

„ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის კონკრეტულად ნდობა, რომელიც გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს არის ნდობა არის უპრეცედენტო. მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით და აქტივობით, რაც დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო ქართული საზოგადოების მიმართ ,რომ უნდა გამოსულიყო ქუდზე კაცი და რეალურად ეს ასე მოხდა. პრაქტიკულად უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. ამ არჩევნებზე გამოვიდა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც მოქმედებდა ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?