„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, უზრუნველყოფს წინსვლას და შეინარჩუნებს მშვიდობას

ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, ის, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის მყარად დგომა და ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, განვითარებას და შეინარჩუნებს მშვიდობას.

„რეალურად, საზოგადოება არის ჩვენი მთავარი საყრდენი. არაერთხელ ხუმრობით გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთადერთი, ვინც დგას ჩვენ გვერდით, ეს არის ქართველი ხალხი – ეს ხუმრობანარევია, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში ზოგადად მმართველ ძალას, პოლიტიკურ პარტიას მთავარი და ერთადერთი რაც სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ჩვენთან ცდილობენ, სხვანაირად შემოატრიალონ და ყველაფერი ისე აჩვენონ, თითქოს არა ქართველი ხალხის აზრია გადამწყვეტი, გადამწყვეტია ის, ვინ რას იტყვის გარედან. სინამდვილეში, მთავარი, რაც ჩვენ გვიმაგრებდა ზურგს, ურთულეს წუთებშიც, ეს იყო სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნე, ქართველი ხალხის გამოცდილება და ქართველი ხალხის გვერდში დგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ომის შემდეგი დღეები და შემდეგ ივნისი, როცა საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.

„ძალიან მძიმე ვითარება იყო, ემოციური ფონი იყო შექმნილი ომის დაწყების შემდეგ და გახსოვთ, რა ხდებოდა – ამ ემოციურ ფონზე ოპოზიცია, ენჯეოები, სხვები, მათი მეგობრები, უცხოელები ითხოვდნენ ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. გახსოვთ, როგორი მძიმე რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ უერთდებოდა სანქციებს. სანქციები გამოიწვევდა ეკონომიკურ კატასტროფას ქვეყნისთვის, სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას ამას პირდაპირ ითხოვდა ამას ოპოზიცია, ენჯეოები და უცხოელები. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში კიდევ გაჩნდა ეს მოთხოვნა, თან პირველად, მანამდე ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა პირდაპირ ჩაიწერა სანქციების დაწესება. პირდაპირ ითხოვენ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ჩამოაქციეს ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ქართული ეკონომიკის ჩამოქცევა, ქართული საზოგადოება ამ კითხვას თავად გასცემს პასუხს.

მიდიხარ არჩევნებზე?