„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ მოგვიწევს, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და ეს პროგრამა ეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც წარადგინა მმართველმა გუნდმა. ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი. ჩვენ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?