იაგო ხვიჩია – ძალიან დავიღალე და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა, არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს

ძალიან დავიღალე და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვენება მინდა, არანაირი ქაოსისა და მსგავსი მაიმუნობის თავი არ მაქვს, თუ რაიმე ძალით არ გამაკეთებინეს, ჩემი ნებით ამას არ ვიზამ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც მმართველი გუნდის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციური პარტიები 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებიან.

ხვიჩიას თქმით, სურს, ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და არჩევნების ისეთი შედეგები მიიღონ, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის, სადაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნაბიჯებისთვის დაისჯება.

„იმედი მინდა მქონდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების რეჟიმში არ ვიქნებით, რაც გასულ წელს იყო. გასულ წელსაც ვფიქრობდით, რომ არჩევნების შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ მეორე არჩევნები ისე მოვიდა, რომ საგიჟეთიდან ვერ გამოვედით. ახლა მინდა, რომ ეს დამთავრდეს. ისეთივე საგიჟეთის მოწყობას არ ვაპირებთ, რადგან ამის ენერგია არ გვაქვს. ჩემი კოლეგები დიდი პარტიიდან არიან, ჩვენ ცოტანი ვიყავით და ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა სულ მოგვიწია”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მიდიხარ არჩევნებზე?