ჰერმან საბო – აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, გავაჩინოთ მოთხოვნა, რომ სხვანაირი პოლიტიკა კეთდებოდეს

აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, შემოხაზოთ 36, როგორც მინიმუმ გავაჩინოთ მოთხოვნა, რომ სხვანაირი პოლიტიკა კეთდებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, „გირჩი“ ნამდვილად არის განსხვავებული პოლიტიკური პარტია.

„მაყურებლებო, ალბათ ბევრ დაპირებას მოისმენთ დღეს, პატარა თუ დიდი პარტიები რამდენ რამეს შეცვლიან თქვენთვის ადგილობრივ დონეზე, თუმცა ამ დაპირებების უმეტესობა ბევრჯერ გაგიგიათ უკვე და შეიძლება ითქვას, თქვენთვის ახალი არ არის, ნიჰილისტურადაც უყურებთ ამ ყველაფერს, გგონიათ, რომ არაფერი არ შეიცვლება. თუმცა, სულ მცირე, რასაც ტელევიზორში ხედავთ ახლა, უმეტეს ნაწილში ის არ მოგწონთ, რაიმე განსხვავებულს უნდა მისცეთ ხმა და „გირჩი“ ნამდვილად განსხვავებულია. ამაში მაინც დამერწმუნებით, თუ დიდად გულზე არ გეხატებით მაინც. ამიტომ მგონია, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ამ არჩევნებზე, შემოხაზოთ 36 ან მასთან მიახლოებული სხვა პარტიები და როგორც მინიმუმ, გავაჩინოთ მოთხოვნა იმაზე, რომ სხვანაირი პოლიტიკა კეთდებოდეს და თქვენი მხრიდან მოდიოდეს შეკვეთა სხვანაირი პოლიტიკის“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.

https://www.facebook.com/watch/?v=277411534225067

მიდიხარ არჩევნებზე?