„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

გივი მიქანაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან, ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხობში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან, რა დროსაც ვიტალი ყორშიამ „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიას სახის არეში ხელი დაარტყა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის N1 საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს კონკრეტული ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა. ამ საკითხის მსვლელობას თვალს მივადევნებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?