„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

გიორგი კალანდარიშვილი – ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ ხმები იყო ფარული, არავის ჰქონდა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა

ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ ხმები იყო ფარული, არავის ჰქონდა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სადმე თუ არსებობს მარკერის კვალის შემთხვევები, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება იყო იდენტიფიცირებადი, რაზეც ასევე არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ არის საუბარი.

„ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ ხმები იყო ფარული და არავის ჰქონდა შესაძლებლობა, ამომრჩევლის არჩევანის ნების იდენტიფიცირება. ასევე არ არის არანაირი საფუძველი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად, თითქოს სადმე ასეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუ არ ჩავთვლით პოტენციურ შესაძლებლობაზე და ალბათობაზე საუბარს და არა დადასტურებულ შემთხვევაზე. ინსტიტუციამ უზრუნველყო, დაწყებული საარჩევნო კაბინაში ნების გამოხატვით, დასრულებული ხმის მთვლელ აპარატებში ბიულეტენის მოთავსებით, ჩარჩო ფორმის არსებობით, ბიულეტენის ამობრუნებით მოთავსებით, რომ ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილიყო პირის ნება, არჩევანი არ ყოფილიყო ხილული ვინმესთვის.  თუ სადმე არსებობს მარკერის კვალის შემთხვევები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება არის იდენტიფიცირებადი, რაც ასევე დადასტურდა ორი დონის სასამართლო გადაწყვეტილებით, რაც ასევე არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ არის საუბარი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?