„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

გიორგი გახარია – ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას

ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. უპირველესად, რაც მე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე. უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თქვენ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს 31-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ შემთხვევაზე, სადაც სამ ბიულეტენზე პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო ნომერი იყო გაფერადებული, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა თუკი დაფიქსირდა, საჩივარი უნდა დაიწეროს.

„მე პირველად მესმის, თუ ასეთი დარღვევა არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, საჩივარი უნდა დაიწეროს და რაც გასაკეთებელია უნდა გაკეთდეს. თუმცა, გამოდის, რომ ჩვენ ვუყალბებთ „ოცნებას“ არჩევნებს? თუ ასეთი მოხალისეები არსებობენ, ვინც თავის თავზე იღებენ ყველანაირ რისკებს, მათ შორის სამართლებრივ რისკებს, რათა მხარი დაგვიჭირონ ჩვენ ან სხვა ნებისმიერ დემოკრატიულ ძალას, მე მათ მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა გახარიამ.

მიდიხარ არჩევნებზე?