„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მომდევნო მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მიდიხარ არჩევნებზე?