„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველო გააწევრიანოს ევროკავშირში.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემის მხრივ, ხმა მივეცი ჩემს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ჩვენი ოჯახური ღირებულებების დაცვას და რა თქმა უნდა, იმ უალტერნატივო გზას, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. დღეს პოლიტიკურ ველზე ერთადერთი და უალტერნატივო პოლიტიკური პარტია არის, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ჩვენი ქვეყანა გააწევრიანოს ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ

მიდიხარ არჩევნებზე?