„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის შესული

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესი ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული.

„ფოთის საოლქო კომისიაში შემავალი 23-ვე საუბნო საარჩევნო კომისია 06:45 წუთზე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. რვა საათამდე განსახორციელებელი პროცედურები თავმჯდომარეებმა ჩაატარეს კანონის სრული დაცვით და უკვე 08:00 საათზე მიღეს პირველი ამომრჩეველი. აქტიურად მოდის ამომრჩეველი. ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესები“, – განაცხადა 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაიამ.

ფოთში სულ 40 479 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 23 საარჩევნო უბანი და ყველა ელექტრონული ტექნოლიგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.

მიდიხარ არჩევნებზე?