„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანტონიო ლოპეზი – აქ არ ვართ იმის სათქმელად, ეს არჩევნები მოიპარეს, თუ არა, აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები

ჩემი კოლეგები და მე აქ არ ვართ იმის სათქმელად, ეს არჩევნები მოიპარეს, თუ – არა. ჩვენ აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და არჩევნებამდეც გამოვაქვეყნეთ. ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია არჩევნების შემდგომ პერიოდში, მაგრამ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ, როგორი იყო ეს არჩევნები, რადგან ეს ჩვენს სამუშაო აღწერილობაში არ შედის“, – აღნიშნა ანტონიო ლოპეზმა.

 

მიდიხარ არჩევნებზე?