ევროპარლამენტარი კორინა კრეცუ – გვაქვს იმედი, რომ ეს დღე დემოკრატიული იქნება საქართველოსთვის, ევროკავშირს სურს დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების პატივისცემა

ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს დღე დემოკრატიული იქნება საქართველოს ხალხისთვის, რომ აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები, – ამის შესახებ რუმინელმა ევროპარლამენტარმა კორინა კრეცუმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ევროპარლამენტარები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

„ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს დღე დემოკრატიული იქნება საქართველოს ხალხისთვის, რომ აირჩიონ საკუთრი წარმომადგენლები. იმედი გვაქვს, იქნება მშვიდი და უპრობლემო დღე. ევროკავშირს სურს დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების პატივისცემა. აქ ვართ იმისთვის, რომ როგორც დამკვირვებლებმა მონიტორინგი გავუწიოთ, როგორ წარიმართება პროცესი. ჯერ მხოლოდ დღის დასაწყისია. კოლეგებთან ერთად ვარ და იმედი გვაქვს საქართველოს მოსახლეობის უკეთესი ცხოვრების. წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში მწვავე და ხმაურიანია. არ შემიძლია შეფასება, ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით“, – განაცხადა კორინა კრეცუმ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.

მიდიხარ არჩევნებზე?