„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო – საქართველოში საარჩევნო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს

ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, დამკვირვებელი ანდრას აურელ ლასზლო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც ანდრას აურელ ლასზლო წერს, საარჩევნო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს.

„არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. ოფიციალური დათვლა გულისხმობს თითოეული ბიულეტენის ხელით დათვლასაც. ეს ხელს შეუწყობს სწრაფ შედეგებს ამომრჩეველთა უბნების დახურვისას და აღმოფხვრის გაურკვევლობას. პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს. მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც საფუძველი იქნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის“, – წერს ანდრას აურელ ლასზლო.

მიდიხარ არჩევნებზე?