ევგენი ღვინიაშვილი – იმ ქვეყანასა და ხალხში, სადაც მშვიდობის სული არ ტრიალებს, სიკეთეს ნურავინ ელის

მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპანი ქალაქიდან, – ამის შესახებ „მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, ევგენი ღვინიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.

„ეს ემბლემა, რომელიც ჩემ მაისურზეა, ასახავს იმას, რომ 34 წლის წინ გაერო-მ თბილისი მშვიდობის დესპანად აღიარა“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

მისი თქმით, იმ ქვეყანაში და ხალხში, სადაც მშვიდობის სული არ ტრიალებს, სიკეთეს ნურავინ ელის.

„აუცილებელია, მშვიდობის სული ტრიალებდეს. ამის გარეშე სიკეთე არ არსებობს“, – განაცხადა ევგენი ღვინიაშვილმა.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.

მიდიხარ არჩევნებზე?