„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 0.19%
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 11.035%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%
„ევროპელი დემოკრატები“ - 0.384%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.436%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 8.81%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0.727%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 0.089%
„შეცვალე საქართველო“ - 0.603%
„საქართველო“ - 0.134%
თავისუფალი საქართველო - 0.2%
ტრიბუნა - 0.12%
„ჩვენ“ - 0.125%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%
„მემარცხენე ალიანსი“ - 0.063%
ქართველ ერთობა - 0.217%
„გირჩი“ - 3.002%
ქართული ოცნება - 53.931%

ცესკო სადემონსტრაციო ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა გარანტირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის მიცემის პროცედურის ფარულობის სადემონსტრაციოდ ვიდეოს აქვეყნებს.

ცესკო-ს განმარტებით, როგორც სადემონსტრაციო ვიდეოში, ისე არჩევნებზე, გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული.

ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩო ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში. როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, – აცხადებენ ცესკო-ში.

მიდიხარ არჩევნებზე?