ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მერობის კანდიდატ გიორგი კირთაძეს მიღებული აქვს ხმების 42,34%, არჩილ ჩიქოვანს 41,49%

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ბათუმში არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიორგი კირთაძეს მიღებული აქვს ხმების 42,34%, „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს – 41,49%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბანზე (32.38%).

მიდიხარ არჩევნებზე?