ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ფოთში ბექა ვაჭარაძეს 60.05 პროცენტი აქვს, გიგი უგულავას 39.95 პროცენტი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 60.05 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას 39.95 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია ცხრა (27.273%) უბანი.

მიდიხარ არჩევნებზე?