ცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31,82 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 664 573 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 31,82 პროცენტი შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია.

მათივე ცნობით, ამომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4 პროცენტს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია და ის 26,9 პროცენტია.

„თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია. ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა – 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი -27,4% ისანში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

მიდიხარ არჩევნებზე?