
კახა კალაძე
დაბადების თარიღი: 1978 წლის 27 თებერვალი.
2011 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2017 წლის მერის არჩევნებში აიღო 51.09% და ამ დრომდე იკავებს თბილისის მერის თანამდებობას.
დაბადების თარიღი: 1978 წლის 27 თებერვალი.
2011 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2017 წლის მერის არჩევნებში აიღო 51.09% და ამ დრომდე იკავებს თბილისის მერის თანამდებობას.
ლაშა თანდილაშვილი
ბატონო კახა, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას თვითმმართველობის არჩევნებში. მოსაგვარებელ პრობლემატური საკითხები, რომლებსაც ქვემოთ მოგახსენებთ, დიდი ხანია მოუგვარებელია და იქნებ დაიძრას საწყის ეტაპზე მათი განხილვა. კერძოდ, მხედველობაში მაქვს: 1. ლაგუნა ვერე; 2. დელისის მეტროს წინ, ნუცუბიძის მხარეს, სარემონტო ღობით წლობით შემოღობილი, გაჩერებული მშენებლობა; 3. ვაჟა-ფშაველასა და ქავღარაძეზე, საბურთალოს სითი მოლის ზემოთ ორმხრივი მოძრაობაა, მანამდე, მთელი ვაჟა-ფშაველა და ყაზბეგი ცალმხრივი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეეფერება არამარტო ამ პერიმეტრზე შერეული მოძრაობა და თუა განხილვაში აღნიშნულ პერიმეტრებზე და არამარტო აქ, ორმხრივი მოძრაობის დაშვება? და ბოლოს არსებობს წარსულის პროექტები ახალი მეტროსადგურების გაყვანის შესახებ, ასევე, მეორე ამოსასვლელების გაკეთების შესაძლებლობა, როგორც მაგალითად დიდუბეში, მარჯანიშვილზე და სხვ. გმადლობთ!