ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სპეცსიაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. მათთან შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი 4-კაციანი სპეცჯგუფი გადასატანი ყუთით მივიდა.

ამ დროისთვის სიაში მყოფი 96 პირიდამ 40-მა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.

რისკების შემცირების მიზნით, სპეცუბნის წარმომადგენლებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვით უკონტაქტოდ უწევთ ინფიცირებულ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია, მათ კი, ვისაც გადაადგილება უჭირს, სამედიცინო პერსონალი ეხმარება.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, კოვიდინიფიცირებულ პაციენტებს არ უტარდებათ მარკირება. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ყველა გადასატანი ყუთი სპეცუბანზე 21:00 საათისთვის უნდა იყოს.

თვითმმართველობის არჩევნებზე წელს ქვეყნის მასშტაბით 70 სპეცუბანია გახსნილი. ცესკო-ს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 227, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში  3 793, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 147 პირია. საერთო ჯამში სპეცსიაში 6 074 პირია შეყვანილი.

მიდიხარ არჩევნებზე?