ანა დოლიძე – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს 25%-მდე

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კაზინოების წინააღმდეგ, ჩვენი ერის სწორი ევროპული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ბიუჯეტი მიზერულ თანხებს იღებს კაზინოებიდან, სლოტ კლუბებიდან, ონლაინ კაზინოს თამაშობებიდან, როცა 50 მილიარდზე მეტი არის მათი ბრუნვა.

„2019 წელს, ჩვენი მეშვეობით, საქართველოში უპრეცედენტო რაღაც მოხდა 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და წარედგინა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ გამკაცრებულიყო რეგულაციები კაზინოების წინააღმდეგ და კაზინოებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ძალიან პატარა ნაბიჯები გადაიდგა და პრობლემა პრობლემად რჩება. იმის მაგივრად, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ აეშენებინა ქარხნები, საწარმოები, სტარტაპები, შეექმნა სამუშაო ადგილები, ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც საქართველოში ყვავის არის სათამაშო გემბლინგის ინდუსტრია. ეს ხდება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კაზინოების წინააღმდეგ, ჩვენი ერის სწორი ევროპული განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, რით ვაპირებთ 1000-ლარიან პენსიას, საყოველთაო უფასო კვება სკოლებში ან თუნდაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საერთო საცხოვრებლების მშენებლობას. სწორედ კაზინოების უფრო სერიოზული და მკაცრი დაბეგვრის მეშვეობით. დღეს საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბიუჯეტი მიზერულ თანხებს იღებს კაზინოებიდან, სლოტ კლუბებიდან, ონლაინ კაზინოს თამაშობებიდან, როცა 50 მილიარდზე მეტი არის მათი ბრუნვა. ჩვენ გავზრდით კაზინოების და სამაგიდო თამაშობების მოსაკრებელს და მას 15%-დან 25% -მდე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას 2025 წელს კაპიკების მაგივრად ერთ მილიარდ ლარამდე შევიდეს საქართველოს ბიუჯეტში. სწორედ აქედან დაფინანსდება ყველა ის აუცილებელი პროგრამა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ღირსეული მოქალაქეებისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?