„გირჩის“ საპარლამენტო სია

პარტია „გირჩმა“ საპარლამენტო სია წარადგინა.

სიის პირველ ნომრად წარმოდგენილია იაგო ხვიჩია, შემდგომ მოდიან სანდრო რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და პარტიის სხვა წევრები. სია სულ 25 ადამიანისგან შედგება. როგორც პარტიაში განაცხადეს, სია მათმა მხარდამჭერებმა და პარტიის წევრებმა შეადგინეს, ამისთვის კი პრაიმერისი ჩატარდა. 3000-მა ადამიანმა, ვინც „გირჩის“ ციფრულ ვალუტას ფლობს, ამ 25 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა მისთვის სასურველ ერთ ან რამდენიმე კანდიდატს და საბოლოოდ სიაში თანმიმდევრობა სწორად ციფრული ვალუტის რაოდენობით განისაზღვრა. როგორც პარტიაში განმარტავენ, სიაში მოხვდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავად გამოხატა სურვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია „გირჩს“ წარმოადგენდეს. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პარტია „გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

მიდიხარ არჩევნებზე?