„ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამა

ლანჩხუთში, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო პროგრამა სახელწოდებით, „ილიას გზა“ წარადგინა. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე შეკრებილ საზოგადოებას გურიის მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. ასევე, მათ პარტიის ხედვები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. დასაქმება, ჯანდაცვა, ნარკომანიასთან ბრძოლა, ეკონომიკის განვითარება – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც „ძლიერი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება.

მიდიხარ არჩევნებზე?