გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილის მაჭანკლობით ხაზარაძე-გახარიას დააქორწინებენ, ახალგაზრდებს რომ არ უნდათ ხოლმე ქორწინება და მშობლები წყვეტენ, ზუსტად ასე იქნება მათი პოლიტიკური ქორწინება

ზურაბიშვილის მაჭანკლობით ხაზარაძე-გახარიას დააქორწინებენ, ახალგაზრდებს რომ არ უნდათ ხოლმე ქორწინება და მშობლები წყვეტენ, ზუსტად ასე იქნება მათი პოლიტიკური ქორწინება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური ძალები ცდილობენ, ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები და პოლიტიკოსები გააერთიანონ.

„უცხოური ძალა ყველაფერს შეეცდება, რომ პარტიები, რომლებიც საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ, გააერთიანოს, მათ შორის მწვავე დაპირისპირებული პოლიტიკოსებიც კი და ახლა ეს მიმდინარეობს. ვთქვით, რომ ლგბტ დროშას ხელიდან არ გაუშვებენ და საარჩევნო კამპანიას ისე წარმართავენ-თქო და ასეც ხდება. უფრო მეტიც, სათავეში როთი ჩაიყენეს, ცნობილი ლგბტ პირი.

გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ლანძღავდნენ და თაღლითს, კრემლის აგენტს უწოდებდნენ, ახლა გაერთიანებაზე საუბრობენ. ხაზარაძეს უნარი აქვს, ნეგატიური პირები მიითვისოს – სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობაში“ ვერ აიტანეს, ხაზარაძემ მიითვისა, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ყველაზე საზიზღარ პირად გამოაცხადეს და ამან მიითვისა, ბოლოს, როგორც ჩანს, ზურაბიშვილის მაჭანკლობით ხაზარაძე-გახარიას დააქორწინებენ. ახალგაზრდებს რომ არ უნდათ ხოლმე ქორწინება და მშობლების გადაწყვეტილებითაა, ასე იქნება ზუსტად მათი პოლიტიკური ქორწინება. თუ ჰგონიათ, რომ ამით პროცენტულობა მოიმატებს, ცდებიან. გახარიას ხალხს სამადაშვილი და ელისაშვილი არ მოსწონთ და იქ პოლიტიკურ დედოფლად რომ გადადის გახარია, რა თქმა უნდა, გახარიას ამომრჩეველი მათ გაერთიანებას ხმას არ მისცემს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?