ნიკა ობოლაძე – მაშინ, როდესაც ოპოზიციის გაუქმება დაანონსდა, სწორია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბრძოლის გზა

მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ოპოზიციის გაუქმება დააანონსა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოაცხადებას აპირებს, სწორია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბრძოლის გზა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როდესაც გაუქმდება „რუსული კანონი“ და არავის მოუწევს არც დარეგისტრირება და არც თქმა, რომ ვინმეს აგენტია.

„26 ოქტომბერს აუცილებლად დადგება დღე, როდესაც გაუქმდება რუსული კანონი და არავის მოუწევს არც დარეგისტრირება და არც იმის თქმა, რომ ვინმეს აგენტია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ასე არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა სწორია გზა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა დააანონსა ოპოზიციის გაუქმება, დააანონსა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოაცხადებს აგენტებად, ამ დროს სწორი გზა არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზა, სწორი გზა არის ბრძოლის გზა და სწორი არის, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლება შევცვალოთ, ნორმალურ ქვეყანაში გავიღვიძოთ და არავის არ მოუწიოს მსგავსი რაღაცის გაკეთება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?