დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა – დღეს ვიხილე დემოკრატიული პროცესი, ყველაფერი შეუფერხებლად, ორგანიზებულად მიმდინარეობს
დღეს ვიხილე დემოკრატიული პროცესი, ყველაფერი შეუფერხებლად, ორგანიზებულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ უნგრეთიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხუან ეფრაინ როჩამ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხალხი მეგობრული იყო და ერთმანეთს საარჩევნო ტექნოლოგიების უკეთ გაცნობაში ეხმარებიან.
„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ვიხილე ძალიან კარგი დემოკრატიული პროცესი, ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. კეთილგანწყობილი თანამშრომლები მოქალაქეებს ეხმარებიან მათი არჩევანის ფარულად დაფიქსირებაში. ყველაფერი შეუფერხებლად, ორგანიზებულად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე ხალხი ძალიან მეგობრულია. ყველა ეხმარება ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიის უკეთ გაცნობაში. რაც დღეს თბილისში და ახლა ზუგდიდში ვნახე, ყველაფერი დემოკრატიული ფორმით ხდება. კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის“, – განაცხადა როჩამ.