კახა კუკავას განცხადება
„თიბისი ბანკი“ „ლელოს“ მაჟორიტარს სახლიდან ასახლებს – აცხადებს კახა კუკავა. მისი თქმით, „ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნათია მებონიას 7 ათასი დოლარის გამო, ბანკი საცხოვრებელს ატოვებინებს. კუკავას ინფორმაციით, მებონიამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან შეხვედრა. კუკავა მამუკა ხაზარაძეს აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.