კახა კუკავას საარჩევნო კამპანია
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი პენსიონერ ქალბატონს გადასცა. კუკავა მედიკამენტების შემოტანის გზით ხელისუფლების კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, კონკრეტულად ერთ-ერთი მედიკამენტის ღირებულება, რომელიც 49 ლარად იყიდება, თურქეთში 8 ლარია. კუკავა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ მედიკამენტები თურქეთიდან იმპორტირებული იქნება მთლიანად დედაქალაქისთვის საჭირო რაოდენობით, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო შეამცირებს.